დათო ხვადაგიანი: რამხელა აბსურდამდე მიდის ეს თანამედროვე ე.წ. „ლიბერალური“ მიდგომები, ასევე ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული“ კანონის უზენაესობა, რომელიც სხვათა შორის, იმავე „ლიბერალური“ იდეების მიმდევარ „ფემინისტებს“ უკვე აღარ მოსწონთ !!!

დათო ხვადაგიანი: რამხელა აბსურდამდე მიდის ეს თანამედროვე ე.წ. „ლიბერალური“ მიდგომები, ასევე ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული“ კანონის უზენაესობა, რომელიც სხვათა შორის, იმავე „ლიბერალური“ იდეების მიმდევარ „ფემინისტებს“ უკვე აღარ მოსწონთ !!!

სპორტული ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:

“აი რამხელა აბსურდამდე მიდის ეს თანამედროვე ე.წ. „ლიბერალური“ მიდგომები, ასევე ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული“ კანონის უზენაესობა, რომელიც სხვათა შორის, იმავე „ლიბერალური“ იდეების მიმდევარ „ფემინისტებს“ უკვე აღარ მოსწონთ !!!

სამხრეთ ფლორიდაში პოკერში (ულიმიტო ჰოლდემი) ქალთა ტურნირი ჩატარდა World Poker Tour-ის ეგიდით, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 70 წლის ბიძია-ბაბუა  დევიდ ჰიუზმა გამოთქვა. ის გამოცხადდა ორგანიზატორების წინაშე და განუცხადა, რომ „თავს 40 წლის ქალთან აიდენტიფიცირებს“. მათ კი „ბიძია-ბაბუა 40 წლის ქალს“, მოქმედი „ანტიდისკრიმინაციული“ კანონების გამო, შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი ვერ უთხრეს  !!!

უკვე ტურნირზე „წვერებიანმა ქალმა“ მშვიდად და წყნარად მოიგო მთავარი საპრიზო თანხა 5555 დოლარი და შინისკენ გაეშურა. ამ გათამაშებაში 83 ქალი მონაწილეობდა, მთლიანი საპრიოზო ფონდი კი 17430 დოლარი იყო. რეგლამენტის თანახმად, როცა მხოლოდ ქალების ტურნირადაა გამოცხადებული გათამაშება, იქ კაცებს მონაწილეობა არ შეუძლიათ. თუმცა,  ამავდროულად მის ორგანიზატორებს არა აქვთ უფლება დისკრიმინაცია გაუწიონ ვინმეს გენდერული ნიშნით. კურიოზია, მაგრამ ფაქტი. შესაბამისად ამ „აბსურდით“ მოხერხებულმა „ბიძია-ბაბუა ქალბატონმა“ ჰიუზმა, მშვენივრად ისარგებლა !!!

მოგვიანებით „ფემინისტებმა“ და სხვა „კაცთმოძულეებმა“ მომხდარის გამო შეშფოთება და პროტესტი გამოთქვეს, თუმცა პენსიონერმა წვეროსანმა აუღელვებლად განაცხადა, რომ ეს ე.წ. „თეთრი ხმაური“ მაგრად „კიდია“ და ორიოდე კვირაში გასამართ ანალოგიურ ტურნირში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას !!!

მომხდართან დაკავშირებით სამართლიანი პოზიცია დააფიქსირა პოკერის პროფესიონალმა მოთამაშე ჩარლი კარელმა, რომელმაც შემდეგი განაცხადა: „ჰიუზის ეს ქმედება დასცინის იმ იდეას, რომ ნებისმიერს შეუძლია საკუთარ თავს ქალი უწოდოს და დაშვებული იქნას ქალთა შენობებში, თუ მხოლოდ ამ სქესისთვის მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში“ !!!”