ბაჩო დოლიძე: მიუხედავად ახალი მენეჯმენტის გიჟური გადაწყვეტილებებისა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარტიაში არსებული მდგომარეობა ნორმალიზდეს

ბაჩო დოლიძე: მიუხედავად ახალი მენეჯმენტის გიჟური გადაწყვეტილებებისა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარტიაში არსებული მდგომარეობა ნორმალიზდეს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარტიაში არსებული მდგომარეობის ნორმალიზება მოვახდინოთ, მიუხედავად ახალი მენეჯმენტის ყოველდღიური გიჟური გადაწყვეტილებებისა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„ვაგრძელებთ ბრძოლას პარტიის შიგნით, რადგან ეს პარტია არავის საკუთრებად არ მიგვაჩნია“, - აღნიშნა დოლიძემ.

შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პარტიას - საკითხი პოლიტიკური წრეების დღის წესრიგში რამდენიმე დღეა დგას, თუმცა მელიას ფრთა გადაწყვეტილებას არ ადასტურებს. ქართული ოცნების გუნდის წევრები კი მიიჩნევენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების ფონზე, გასაკვირი არ იქნება, თუ პოლიტიკურ ველზე მელიას ახალი პარტია გაჩნდება.