შსს-მ   დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო  ღონისძიებების  შედეგად,1960  წელს  დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ანატოლი ს. და თბილისში  მცხოვრები, წარსულში  ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. ნარკოტიკული  საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის  ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი,  ავტომანქანის  და  საცხოვრებელი  ბინის  ჩხრეკისას  122 პატარა და 1 დიდ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სულ  ამოღებულია 226 გრამი ნარკოტიკული საშუალება ე. წ. ,,ბიომარიხუანა“.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აღნიშნული ნარკოტიკი სომხეთის რესპუბლიკიდან  შემოიტანეს.

ნარკოლოგიური  შემოწმებით  ორივე   ბრალდებულს ,,ბიომარიხუანა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).