რუსეთის მორიგი ბარლდება საქართველოს - კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებს

რუსეთის მორიგი ბარლდება საქართველოს - კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებს

კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებს, საუბარია ელექტროქურებზე, რომლებშიც, „ეფესბეს“ ინფორმაციით, ბრიტანული ბომბები იყო ჩამონტაჟებული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყირიმში უნდა აეფეთქებინათ. რუსულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ის მარშრუტიც, თუ როგორ ხვდებოდა ასაფეთქებელი ქურები მათ ტერიტორიაზე ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით. კრემლი ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები რუსეთში ლარსის გავლით შევიდა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის მთავარი სამიზნე ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მიერ დანიშნული მაღალჩინოსნები იყვნენ.

რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს უკრაინის ომთან დაკავშირებით კვლავ ხსენება და როგორ უნდა უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ბრალდებას?

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ამ მარშუტში ხსენება და დივერსიულ ჯგუფებთან დაკავშირება, ჩვეულებრივი ძველი ნაცადი ხერხია, რომელსაც რუსები ყოველთვის მიმართავდნენ. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, რომლის უკან, არაა გამორიცხული, კრემლის სხვა ზრახვები იდგეს.

„ბულგარეთს თუ ე.წ. ელექტრო გამნაღმველების უკრაინაიში გაგზავნა სურდათ, ისინი თურქეთის და საქართველოს ტერიტორიას არ გამოიყენებდნენ. ბულგარეთმა უკრაინას გაცილებით დიდი შეიარაღება ისედაც უკვე მიაწოდა. მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები და ტყვია-წამალი, რისთვისაც საქართველოს და თურქეთის ტერიტორიები არ გამოუყენებია. რაღა ახლა გადაწყვიტეს ეს მარშრუტი გამოეყენებინათ, რადგან საკმაოდ სარისკო მარშრუტია და ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული. ამით რუსეთი ცდილობს თურქეთთან და საქართველოსთან მიმართებაში ზეწოლის ბერკეტები გამოიყენოს.

მე აქ უფროს სხავ მიზანს ვხედავ. საქმე ისაა, რომ რუსების სამხედრო თვითმფრინავი სირიაში საკმაოდ შორ მარშრუტს აკეთებს. ის ჯერ მიდის კასპიის ზღვის ტერიტორიიდან, ირანის ტერიტორიაზე ჩადის და შემდეგ მიდის სირიის მიმართულებით. იქ საქართველოს და თურქეთის ტერიტორიის გავლით გაფრენას არ ახორციელებს, რაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა. შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ რუსეთს სატრანზიტო სამხედრო კორიდორი სჭირდება, სავარაუდოდ, სირიაში თავისი სამხედრო კონტიგენტის გასაძლიერებლად. როგორც ჩანს, რუსეთი იქაც გააქტიურებას აპირებს. ეს ფეიკნიუსი ამისთვის მოიფიქრეს, რომ ამას კონკრეტული საბრძოლო მისია აქვს“, - ამბობს მაისაია.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და პასუხს, მაისაია მიიჩნევს, რომ დასავლეთთან და ნატოსთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და სიახლოვე უნდა გვქონდეს. ის სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნატოს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი აზრით, სწორედ ახლა არის ძალიან კარგი დრო იმისთვის, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება შეძლოს. შანსი აქვს საქართველოს, რომ ეს მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება სათავისოდ გამოიყენოს. ამიტომ მაისაია ხელისუფლებას ურჩევს ორაზროვანი განცახდებების მაგივრად, ნატოსთან დაკავშირებით უფრო მკაფიო იყოს, რადგან კრემლს გარკვეული მოლოდინები და იმედები არ გაუჩნდეს.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებელი რეალურად არაფერზეა, რადგან აქ საუბარი ჩვენს გარდა, ბულგარეთზე და თურექეთზეა, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნები არიან. მეორე მხრივ, გამოდის, პრობლემები თავად რუსებს აქვთ, რადგან მათსავე კონტროლირებად საზღვარზე ისე გადააქვთ ასაფეთქებელი საშუალებები, რომ მის პოვნას ვერ ახერხებენ.

„რუსეთს თუ რამეზე აქვს პრეტენზია, ეს საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონდეს, რადგან ბულგარეთიდან წამოსული ტვირთი, რომელიც ჯერ თურქეთზე და მერე საქართველოზე გაივლის, შემდგე კი ლარსიდან რუსეთის ტერიტორიაზე, კეთილი ინებოს და თავად რუსების „ფეესბე“-მ გააკონტროლოს სასაზღვრო მონაკვეთზე. ადრე ბრალდება იყო, თითქოს ყირიმის ხიდის აფეთქების დროს ზუსტად ეს მარშრუტი იყო გამოყენებული ბომბის შესატანად. ამიტომ, პირველ რიგში, პასუხი საკუთარ თავს მოჰკითხონ. მეორე - რასაც რუსების სპეცსამსახურები აცახდებენ ხოლმე, პირიქით არის. მათ სჭირდებათ აჩვენონ თავიანთ აუდიტორიას, ვითომ უკრაინელ დივერსანტებს ებრძვიან. ასევე პუტინს აჩვენებენ, რომ საქმეს აკეთებენ. რუსების მინუსები ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როცა თვითმკვლელი კამიკაძე დრონები კრემლის თავზე აფეთქდა. ეს უკვე რუსების როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო იმიჯს აზიანებს. ამ ტვირთმა საქართველოში შემოსვლამდე ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრები გაიარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ თავი დამნაშავედ არც უნდა ვიგრძნოთ და არც არაფრის მტკიცება არ უნდა დავიწყოთ. იყვირონ და იყვნენ, ეს რა პირველი შემთხვევა ხომ არ არის, არც უკანასკნელი იქნება. არ მგონია, ამის გამო საქართველოს პრობლემები გაუჩნდეს. რუსეთს თუ უნდა, ნებისმიერ საბაბს იპოვის და საქართველოზე გამოილაშქრებს“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, საქართველომ ამ უმძიემს სიტუაციაში თავი უნდა გადაირჩინოს და ზედმეტი ხტომა საჭირო არ არის. ალადაშვილი ფიქრობს, რომ ფაქტობრივად მსოფლიო ცივი ომია ისევ დაწყებული და საქართველოს ამ დროს ინიციატივების გამოჩენა არაფერში აწყობს.

„დავაფიქსიროთ, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინაში შეიჭრა, რასაც ჩვენი ხელისუფლება უკვე აკეთებს. ასევე ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე მხარს უჭერს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გვერდით ვდგავართ. ამაზე მეტს მოდი, ნურავინ ნუ მოგვთხოვს, რადგან ჩვენი პრობლემებიც ძალიან სერიოზული გვაქვს. უკრაინის ომამდე წლებია რუსებს შიშველი ხელებით ვებრძვით და ორი ტერიტორია აქვს მიტაცებული. ასეთი მხარდაჭერა, რაც ახლა უკრაინას აქვს, საქართველოს არასდროს ჰქონია. ასე მარტოები ვიყავით ამხელა ქვეყნის წინაშე. აქვე გვიდგანან და სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. თუ საქმე საქმეზე მიდგება, მეც შემიძლია 2008 წლის ომის დრო გავიხსენო. უკრაინელებმა რუსების დესანტი 10 აგვისტოს, რომელიც სევასტოპოლიდან წამოვიდა, თავისუფლად გამოატარეს. მაშინ ეს ტერიტორია უკრაინელებს ეკუთვნოდა. ეს დესანტი იყო რომელიც ჯერ ოჩამჩირეში შემოვიდა, შემდეგ კი ზუგდიდში, სენაკში და კოდორის ხეობაში ავიდა. უკრაინელებს შეეძლოთ იმ პატარა სევასტოპოლის გამოსასვლელში რუსები დაებლოკათ.  მერე, 2014 წელს, რუსებმა უკრაინელებს ზუსტად იგივე  გაუკეთეს. საქართველო უკარინას საკმაოდ ეხმარება, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა ამ ქვეყნის და ხალხის მიმართ სოლიდარულია. ამიტომ ჩვენზე ხელის გამოშვერა და ზედმეტის მოთხოვნა არ გამოვა“, - ამბობს ალადაშვილი.