მას შემდეგ, რაც “Miss Americana” – ტეილორ სვიფტი ყოფილ მეგობარ მამაკაცს ჯო ალვინს ექვსწლიანი ურთიერთობის შემხეგ დაშორდა, სულ რაღაც ერთი თვე გავიდა.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ახალგაზრდა პოპვარსკვლავმა “ნამდვილი სიყვარული” უკვე იპოვა.
Daily Mail და The New York Times იუწყებიან, რომ ტეილორი ჯგუფ The 1975-ის ვოკალისტს მეთი ჰილის ხვდება.
ახალი ვარსკვლავური წყვილი ჯერ მედიასთან გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ინფორმაცია სოციალურ მეხიას და ტაბლოიდებს უკვე ვირუსულად მოედო.