6 წლის პატჩი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსუქან კატად ითვლება, დიეტაზე დასვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პატჩი18,3 კილოგრამს იწონის, როდესაც კატების საშუალო წონა მხოლოდ 4 კილოა. ცოტა ხნის წინ პატჩი აშშ-ში, ვირჯინიას შტატის ერთ-ერთ თავშესაფარში აღმოჩნდა, რადგან პატრონმა მასზე უარი თქვა. ამის შემდეგ ცხოველმა ახალი ოჯახი იპოვა და მათთან ერთად უკვე 1 კილოს დაკლება მოახერხა, თუმცა ახლა ოფიციალურად დიეტაზე დასვეს.
ზედმეტი წონის მიუხედავად, ტესტებმა აჩვენა, რომ პატჩი სრულიად ჯანმრთელია.