არჩილ თალაკვაძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დღესაც იმყოფება სანქცირების პირობებში, როდესაც ევროპის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალი ნდობით აღჭურვილ ბანკში მას არ ეძლევა საშუალება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები

არჩილ თალაკვაძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დღესაც იმყოფება სანქცირების პირობებში, როდესაც ევროპის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალი ნდობით აღჭურვილ ბანკში მას არ ეძლევა საშუალება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები

სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში დაბრუნდა ადამიანის უფლებები, ქვეყანაში დაცულია მშვიდობა, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის პლურალისტური პარლამენტი, არის მრავალფეროვანი მედია, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები სტრასბურგში 60%-ით არის შემცირებული, ჩვენ მოვიგეთ ომთან დაკავშირებული საქმეები ჰააგასა და სტრასბურგში. აღარ ვსაუბრობ ქველმოქმედებაზე, რომელიც მან განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში განახორციელა, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაზეც ისაუბრა.

„როდესაც მასთან დაკავშირებულ სანქციებზე საუბრობენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დღესაც იმყოფება სანქცირების პირობებში, როდესაც ევროპის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალი ნდობით აღჭურვილ ბანკში მას არ ეძლევა საშუალება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები თითქმის 2 მილიარდი დოლარის ოდენობით. მის მიმართ ზეწოლა დღესაც ხორციელდება დე ფაქტო სანქციებით. ეს იმიტომ, რომ მან არ გადადგა პოლიტიკაში ყოფნის დროს ქვეყნის წინააღმდეგ არცერთი ნაბიჯი. ის არ დაემორჩილა ზეწოლას, რომ მიეღო გადაწყვეტილებები, რაც ხალხს და ქვეყანას ავნებდა და რაც ძირს გამოუთხრიდა ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოსა და მისი სუვერენული ინტერესების დაცვით ხელმძღვანელობდა. ამიტომ ემუქრებიან და ცდილობენ დასაჯონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.