ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები. წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე, ან ავკარგიანობაზე აღარც გვიკამათია და ეს ძალიან კარგია. სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა წერს.
„ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან. გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ“, - წერს მაკა გოჩიაშვილი.