ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკელი ოპერის ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაზე იმღერებს

ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკელი ოპერის ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაზე იმღერებს

ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკელი ოპერის ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაზე იმღერებს. სოპრანო პრითი იენდე გასულ დეკემბერს ვენაში გამოდიოდა, როდესაც მას მენეჯერი დაუკავშირდა და ამცნო, რომ ის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე იყო მიწვეული.

„გაოგნებული, შოკირებული, ბედნიერი ვიყავი. ყველა ემოცია უბრალოდ ერთად მომაწვა“, - იხსენებს სამხრეთ აფრიკელი პერის ვარსკვლავი.

6 მაისს მთელი მსოფლიოს ყურადღება უესტმინსტერის სააბატოში, ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალისკენ იქნება მიმართული, რომელსაც 2 000 სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან სამეფო ოჯახის წევრები და გლობალური ლიდერები.