მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები ზრუნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები ზრუნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

ჩვენი ოპონენტები იმაზე ზრუნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასეთი დეტალები უხარიათ და ამაზე აწყობენ პიარს. მათ რომ საქართველო უყვარდეთ, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და უნდა თქვან - ახლა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, საქართველო ამ მოცემულობით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, აი ეს იქნება ევროპული საქმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.