შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ახალი შენობა დამატებით სტიმულს მისცემს მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტურად შესრულებისთვის.
პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.
პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს-ს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზესტაფონის რაიონულისამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდესხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული.