რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის

რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის

პრინსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოებრივი სკოლის სწავლულებმა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს.

მეცნიერებმა დაადგინეს: ცხოვრებისეულ პრობლემებს ყურადღება რომ არ მივაქციოთ, საჭიროა წელიწადში ჩვენი შემოსავალი 75 ათასი დოლარი იყოს, რაც თვეში 6 250 დოლარს, ან დაახლოებით 11 562 ლარს შეადგენს.

ეკონომისტები რომლებიც კვლევებს ატარებდნენ, აღნიშნავენ, რომ ეს თანხა წარმოადგენს თავისებურ ზღვარს: თუ ადამიანი ნაკლებს იღებს, ის უფრო რთულად გადაიტანს ცხოვრებისეულ რყევებსა და უსიამოვნებებს.

ფულის როლის გარკვევაში სწავლულებს რესპონდენტებიც დაეხმარნენ. კითხვაზე, რა პრობლემები აწუხებთ ცხოვრებაში, აღმოჩნდა, რომ მეუღლესთან განქორწინება. დაახლოებით 51 პროცენტს იმათგან, ვინც თვეში 1 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს და დაახლოებით 24 პროცენტს იმათგან, ვინც ყოველთვიურად 3 ათას დოლარზე მეტს იღებს.

კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ ფულსა და ბედნიერებას შორის კავშირი  ირიბ ხასიათს ატარებს: „მაღალი შემოსავალი არ გვაქცევს ბედნიერ ადამიანებად, მაგრამ ფული გვაძლევს ცხოვრებას, რომელიც აღიქმება, როგორც უფრო კარგი“.