„ზენიტმა“ მანჯუკიჩს დაუმიზნა

„ზენიტმა“ მანჯუკიჩს დაუმიზნა

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მიუნჰენის „ბაიერნი“ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.

ყოველ მწვრთნელს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია გააჩნია და გამონაკლისი არც ბატონი პეპი აღმოჩნდა. გვარდიოლამ გუნდში ახალი სათამაშო სქემები დაამკვიდრა და ამ სიახლეს რამდენიმე მოთამაშე ემსხვერპლა.

საინტერესოა რომ ესპანელმა ფეხბურთის სპეციალისტმა დაწუნებულ ფეხბურთელებს შორის ხორვატიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩიც მოიხსენია. წინა სეზონში 31 წლის შემტევი მიუნჰენური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ძირითადი შემადგენლობიდან მარიო გომესი ამოაგდო.

„ბაიერნმა“ რამდენიმე თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო, მანჯუკიჩმაც თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. ამის მიუხედავად გვარდიოლა ფეხბურთელი მარიოს მომავალს მაინც სკეპტიკურად უყურებს.

გერმანულ და ხორვატულ მას-მედიაში ფეხბურთელმა პეპი არაერთხელ გააკრიტიკა და კარგი წინადადების შემთხვევაში „ბაიერნის“ დატოვების სურვილი გამოთქვა.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Bild” გავრცელა ცნობა რომ მანჯუკიჩის ტანჯვას შეიძლება ბოლო მოეღოს. აღმოჩნდა რომ გუშინ სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობამ ხორვატის შეძენის სურვილი გამოთქვა და გერმანულ გუნდს შესაბამისი წინადადებით მიმართა. რუსები გვარდიოლას მიერ „იგნორირებული“ თავდამსხმელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიან.

ეს ინფორმაცია ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ამ მიზეზის გამო ამ წინადადებაზე გერმანელების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.