ბექა ოდიშარია 30 აპრილის აქციის მონაწილეებზე: შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ, იმისთვის რომ ისინი ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას

ბექა ოდიშარია 30 აპრილის აქციის მონაწილეებზე: შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ, იმისთვის რომ ისინი ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას

თუ გადავხედავთ, ამ ადამიანების საზოგადოებრივი რეიტინგი ძალიან მაღალი არის და არ არის დაკავშირებული არცერთ პარტიასთან, - ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ 30 აპრილის აქციაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„მათ აქვთ გამოხატვის უფლება და შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ, იმისთვის რომ სოლიდარულები არიან და ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას“, - განაცხადა ოდიშარიამ.

30 აპრილს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.