საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გუშინ გამართული აქცია - „მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, შეაფასა.
„ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი. მშვიდობა არის უპირატესი მიზანი ახლა, მძიმე საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება და თავისთავად მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, თავისთავად ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან“, - განაცხადა წილოსანმა.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.