რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზაზა პაპუაშვილმა აქციის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი მოთხოვნები გააცნო.
პაპუაშვილი საზოგადოებას რვაპუნქტიანი მოთხოვნების შესახებ ესაუბრა.
„1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ! 2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. 3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებლივი მექანიზმებით აღსრულდეს. 4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის. 5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს. 6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში. 7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს. 8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.