ხათუნა სამნიძე: „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რომ ოპოზიციას საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, ასე დარჩეს და არ შეიცვალოს

ხათუნა სამნიძე: „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რომ ოპოზიციას საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, ასე დარჩეს და არ შეიცვალოს

„ქართული ოცნების“ მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რომ ოპოზიციას საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, ასე დარჩეს და არ შეიცვალოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებები იმის დასტურია, რომ ის კლანის გაგრძელება და ნაწილია.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ პირველი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რომ ოპოზიციას საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, ასე დარჩეს და არ შეიცვალოს. როდესაც ასე გამალებით, ყველანაირი ინსტრუმენტის გამოყენებით და ვფიქრობ, უკანონობასაც გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ხდება გადაფარება კლანზე და სიმართლეზე არანაირი კომისიის შექმნა არ უნდა მმართველ პარტიას, ჩემთვის დასტურია, რომ ისინი არიან კლანის გაგრძელება და ნაწილი“, - განაცხადა სამნიძემ.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.