იაგო ხვიჩია: საგამოძიებო კომისიას რა მიზანიც უნდა ჰქონოდა, იმის ნაწილი მნიშვნელოვანწილად უკვე შესრულებულია, ვინაიდან დადასტურებულია სასამართლოსა და ხელისუფლების ასეთი კავშირი ერთმანეთთან

იაგო ხვიჩია: საგამოძიებო კომისიას რა მიზანიც უნდა ჰქონოდა, იმის ნაწილი მნიშვნელოვანწილად უკვე შესრულებულია, ვინაიდან დადასტურებულია სასამართლოსა და ხელისუფლების ასეთი კავშირი ერთმანეთთან

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიას რა მიზანიც უნდა ჰქონოდა, იმის ნაწილი მნიშვნელოვანწილად უკვე შესრულებულია, ვინაიდან დადასტურებულია სასამართლოს და ხელისუფლების ასეთი კავშირი ერთმანეთთან.

„საქართველოს ისტორიაში პირველად მთავარი პარტნიორი ჩვენს მოსამართლეებს სანქციებს უწესებს. მინიმუმ, ხომ ამბავი უნდა მოვიკითხოთ, რატომ ხდება ეს? მე ვერ წარმომიდგენია კონტრარგუმენტი, რატომ არ უნდა შეიქმნას კომისია? კომისიას რა მიზანიც უნდა ჰქონოდა, იმის ნაწილი მნიშვნელოვანწილად უკვე შესრულებულია, ვინაიდან დადასტურებულია სასამართლოს და ხელისუფლების ასეთი კავშირი ერთმანეთთან“, - აცხადებს ხვიჩია.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.