ნუცა ბუზალაძეს American Idol-ის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნუცა ბუზალაძეს American Idol-ის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნუცა ბუზალაძეს American Idol-ის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

" ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს! ლაივის ბოლოს გამოვლინდება ვინ გადადის შემდეგ ტურში! ესეიგი ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს, ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი…

იწყება ლოს ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას დილის 4-ზე და ვერთვებით!

უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს ასე რომ მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვგ გადააშეარეთ თქვენს მეგობრებთანაც და მოუწოდეთ ხმის მისაცემად, დიდი მადლობა!

ვდებ ხმის მიცემის ინსტრუქციას‼️

🌟 მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote

🌟მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

🌟მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523

ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!" - წერს ნუცა ბუზალაძე.