უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ზურაბ ოდიშვილი 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველის მებრძოლია დაღუპული.