ბეილი „რეალის“ მაისურს 23 აგვისტოს მოირგებს

ბეილი „რეალის“ მაისურს 23 აგვისტოს მოირგებს

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Cadena Cope” გაავრცელა ცნობა, რომ ხვალ უელსის ეროვნული გუნდისა და „ტოტენჰემის“ მოთამაშე გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ მაისურს ოფიციალურად მოირგებს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ გუშინ ბრიტანული მას-მედია ირწმუნებოდა, რომ ბეილი მიმდინარე სეზონს „ტოტენჰემში“ გაატარებდა.

ცნობილი გახდა რომ ბეილის სანაცვლოდ „სამეფო გუნდი“ 99 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ გარიგების შესახებ „რეალი“ ოფიციალურ ინფორმაციას 23 აგვისტოს გააკეთებს.

რაც შეეხება ფაბიუ კოენტრაუს. ადრე ცნობილი იყო რომ ის „ხურდაში“ „ტოტენჰემში“ უნდა წასულიყო, მაგრამ ლონდონელებმა მასთან პირადი კონტრაქტი ვერ შეათანხმეს. კოენტრაუ ჯერჯერობით მადრიდის „რეალში“ რჩება.