ვიცნობ ძალიან ბევრ წარმატებულ სპორტსმენს, მათ შორის ლაშა ტალახაძეს, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და შეიძლება რომ ვინმეს გვერდშიც დაუდგნენ - რატომაა ეს პრობლემა? რატომ აკავშირებენ ადამიანის მიღწევებს თუ წარმატებას მის პოლიტიკურ შეხედულებებთან?, - ამის შესახებ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ის ხომ არ არის რომელიმე პარტიის წევრი, ან ამ პროცესების აქტიური მონაწილე, ის არის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, მხარდამჭერი, რომელიც მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს. ეს მის მიმართ აგრესიის გამოხატვის საფუძველი არ უნდა იყოს. ეს საბოლოოდ უნდა დამთავრდეს, თორემ მართლაც ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ყველა. რაც არ უნდა კარგი გააკეთო და წარმატებას მიაღწიო, არ არსებობს, რომ მცუდი არ თქვან, არსებობენ ბოროტი ადამიანები და ნელნელა ეს ბოროტი ძალები ამ პროცესებს უნდა ჩამოშორდნენ“, - განაცხადა რურუამ.