თამარ გაბუნია „ვოსორიტიდზე“: ჩვენი პროფესიული პლატფორმა კარგად მომზადებულია იმისთვის, რომ შეაფასოს არსებული მტკიცებულებები და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არის მზად ქვეყანა ახალი მედიკამენტის მისაღებად

თამარ გაბუნია „ვოსორიტიდზე“: ჩვენი პროფესიული პლატფორმა კარგად მომზადებულია იმისთვის, რომ შეაფასოს არსებული მტკიცებულებები და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არის მზად ქვეყანა ახალი მედიკამენტის მისაღებად

ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს და ჩვენ სამუშაო ჯგუფისა და საბჭოს მუშაობის ფორმატში გავაგრძელოთ იმ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, რაც გვაახლოებს ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი წუხილი მშობლებისთვის არის ის, რამდენად სწრაფად შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი მათი შვილებისთვის.

„მთავარი შეუთანხმებლობის თემა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საფუძველი, მაშინ, როცა მშობლების მოთხოვნაა, რომ ეს მოხდეს დაუყოვნებლივ. სისწრაფე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ გონივრულობის ვადებში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და ვიდრე სამინისტროს არ ექნება საკმარისი გარანტიები, მათ შორის პროფესიულ პლატფორმასაც, საკმარისი გარანტიები იმისთვის, რომ მედიკამენტის გამოყენებამ მოიტანოს მეტი სიკეთე, ვიდრე ეს რამე რისკთან იქნება დაკავშირებული, მაშინ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება ჩვენი მხრიდან ამ ემოციებზე აყოლა. საერთოდ, უნდა რაღაცნაირად შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე, ის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ახლა ბავშვებთან მიმართებაში არის და აგრესიული დამოკიდებულება ზოგადად ამ საკითხის მიმართ, არცერთ შემთხვევაში არ არის მომგებიანი პოზიცია. ჩვენ არ ველოდებით პასიურად იმას, თუ როდის გვეტყვის თანხმობას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენი პროფესიული პლატფორმა კარგად მომზადებულია იმისთვის, რომ თავად შეაფასოს არსებული მტკიცებულებები და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არის მზად ქვეყანა ახალი მედიკამენტის მისაღებად“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.