დიმიტრი გვრიტიშვილი: წლების განმავლობაში ორკესტრირებულმა კამპანიამ, რომლის უკანაც კულისებში ყოველთვის იდგა აშშ-ის საელჩო, ის შედეგი ვერ გამოიღო რაც უნდოდათ, სასამართლოს ჩამოშლა და შემდგომ მასზე გავლენის მოპოვება

დიმიტრი გვრიტიშვილი: წლების განმავლობაში ორკესტრირებულმა კამპანიამ, რომლის უკანაც კულისებში ყოველთვის იდგა აშშ-ის საელჩო, ის შედეგი ვერ გამოიღო რაც უნდოდათ, სასამართლოს ჩამოშლა და შემდგომ მასზე გავლენის მოპოვება

წლების განმავლობაში ამ ორკესტრირებულმა კამპანიამ, რომლის უკანაც, კულისებში ყოველთვის იდგა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მოქმედებდა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ამგვარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მეშვეობით, ამან ის შედეგი ვერ გამოიღო, რაც უნდოდათ, ანუ, სასამართლოს ჩამოშლა და შემდგომ მასზე გავლენის მოპოვება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ფორმალურადაც საელჩო თვითონ ჩაუდგა უკვე ამ კამპანიას სათავეში.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, როცა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?

„ელჩისგან განსხვავებით მოსამართლემ [გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე] დაასახელა ვითარება, როდის მოხდა ზეწოლის ფაქტი და ვინ მოსთხოვა ანგარიში. ანუ, კონკრეტიკა იყო სახეზე. ინფორმაციის ერთობლიობა იყო ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულიყო, მისი წარმომადგენელი მის პარტნიორ სახელმწიფოსთან მიმართებაში რა სტანდარტებით მოქმედებს, რა ქმედებებს ახორციელებს. რატომ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ცუგო- მაინტერესებს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს რომ ანგარიში მოთხოვა (სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება) საელჩოს თანამშრომელმა, ამ ფაქტზე რატომ სდუმან ობიექტური" არასამთავრობო ორგანიზაციები?
2 წლის უკან
ცუგო- ან, ალეკო ელიაშვილი რატომ არ აღშფრთოვანებულა??? :))
2 წლის უკან