შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე წვევამდელი გიორგი მებონია გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს წვევამდელის განწესში ყოფნის დროს საგუშაგოზე მოხდა. გარდაცვლილი გადაყვანილია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.

წინასწარი მონაცემებით, ბაზაზე თვითმკვლელობა მოხდა. რიგითი გიორგი მებონია შერეულ საავიაციო ბაზაზე უზრუნველყოფის ბატალიონის დაცვის ასეულის I ოცეულის III ათეულის მსროლელი იყო.