დღეს დილით ცნობილი გახდა რომ თურქეთის ეროვნული ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, 50 წლის აბდულა ავჩი საკუთარი სურვილით გადადგა.
ავჩიმ ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუუს ჰიდინკი 2011 წელს შეცვალა. სამწუხაროდ ამ დღიდან ნაკრების საქმეები ცუდად წავიდა. გუნდი ვერ მოხვდა ევროპის 2012 წლის პირველობის ფინალურ სტადიაზე. დიდი ალბათობით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული გუნდი ვერც მომავალ მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.
რამდენიმე საათის წინ თურქულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნაკრებს ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტი, 59 წლის ფათიხ თერიმი ჩაიბარებს. თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია თერიმს უკვე დაუკავშირდა და მან ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.
ფათიხ თერიმი ამჟამად კლუბი „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელია. თავის დროზე თურქეთის ნაკრებში ორჯერ მუშაობდა. თავდაპირველად 1993-1996, შემდეგ კი 2005-2009 წლებში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროპის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.