საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია იმყოფება.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გამოცდილების გაზიარება სამართალდამცავ სფეროში განათლების და ტრენინგების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები კონკრეტული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობის გაღრმავება.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ და საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შს სამინისტროს აკადემიის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის დათვალიერება.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 23 აგვისტოს დასრულდება.