ეტოო „ინტერზე“ დაფიქრდა

ეტოო „ინტერზე“ დაფიქრდა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ მახაჩკალის „ანჟის“ ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტოო კარიერას ალბათ ინგლისში გააგრძელებდა.

რამდენიმე საათის წინ იტალიურმა გამოცემამ „Calcio Mercato” გაავრცელა ცნობა რომ სამუელი დიდი ალბათობით მილანის „ინტერში“ ჩაირიცხება.

გუშინ ამ გუნდის ხელმძღვანელობის გაფართოებული თათბირი გაიმართა. „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის სამუელ ეტოოს ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა. ბატონმა მასიმომ მაცარის პირობა მისცა რომ აფრიკელის გადმობირებისთვის ყოველ ღონეს იხმარს.

იტალიური გამოცემის მტკიცებით, მორატი ეტოოს პირადად დაუკავშირდა და ძველ გუნდში დაბრუნება შესთავაზა. თავდამსხმელმა მოსაფიქრებლად ერთი დღე ითხოვა, თუმცა აღნიშნა რომ „ინტერში“ თამაშზე მუდმივად ოცნებობს.

საინტერესოა რომ თუ ეტოოს ტრანსფერი არ განხორციელდა, მილანური კლუბის ხელმძღვანელობა „რომას“ თავდამსხმელი მარკო ბორიელოს ყიდვას შეეცდება.