ირაკლი ქადაგიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია

ირაკლი ქადაგიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია

როდესაც შენ ასანქცირებ მოსამართლეებს, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ზოგადად, უნდა არსებობდეს კონკრეტული ქეისები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუ კორუფციაზეა საუბარი, რა კონკრეტული კორუფციაა ან თუ რაიმე ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებებია, რომლებიც იყო უკანონო და გამოიწვია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - აქ მტკიცებულების ტვირთი უნდა იყოს მაღალი. აქედან გამომდინარე, ეს არ ქმნის კარგ ფონს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში, რაც არ არის მისასალმებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.