ეს მცდელობა ოპოზიციის მხრიდან მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისკენ და ეს არის მცდელობა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გადაფარონ აბსოლუტურად უსარგებლო კომისიის არსებობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამიტომ ჩვენ შევეცდებით ყველანაირად ვიმოქმედოთ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, რომ მსგავსი კომისია არ შეიქმნას“, - განაცხადა მიქანაძემ.
სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართება. გუშინდელ სესიაზე კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - სასამართლო ხელისუფლების სოლიდარობის ნიშნად „ქართულ ოცნებას“ რეგისტრაცია არ გაუვლია.