სანდრო რაქვიაშვილი: პოლიტიკური მიზნის მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების გამოყენება საპარლამენტო ცხოვრებას აუმჯობესებს, კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მართლა საქმით ვართ დაკავებული

სანდრო რაქვიაშვილი: პოლიტიკური მიზნის მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების გამოყენება საპარლამენტო ცხოვრებას აუმჯობესებს, კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მართლა საქმით ვართ დაკავებული

პოლიტიკური მიზნის მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების გამოყენება ძალიან სწორი და კარგია. ეს აუმჯობესებს საპარლამენტო ცხოვრებას. კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მართლა საქმით ვართ დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცუდია, როცა მმართველი გუნდი ცდილობს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.

„ცუდია, როცა ამას ამორალური მიზნისთვის იყენებ; ცუდია, როცა „ქართული ოცნება“ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს იცავს და ცდილობს, კომისია არ შეიქმნას. თავისთავად კარგია, ორივე მხარე რომ ცდილობს, პროცედურები გამოიყენოს. ალბათ ამით ბევრი ამომრჩეველი მიხვდება, რომ პარლამენტში მუშაობას აზრი აქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.