ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - აიდა სარსალეს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - აიდა სარსალეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თანამოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს - აიდა სარსალეს ულოცავს.

„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - აიდა სარსალეს.

ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", -  აღნიშნავს პრემიერი.