გივი მიქანაძე კეზერაშვილზე: მისი მხრიდან გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები, რომლის უკან არცერთი მტკიცებულება არ დგას

გივი მიქანაძე კეზერაშვილზე: მისი მხრიდან გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები, რომლის უკან არცერთი მტკიცებულება არ დგას

დავით კეზერაშვილის ახალი განცხადება, თითქოსდა ითანამშრომლებს გამოძიებასთან, არის მცდელობა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თითქოს ის უდანაშაულოა, მაშინ როდესაც კონკრეტული ფაქტები მეტყველებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მისი მხრიდან გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები, რომლის უკან არცერთი მტკიცებულება არ დგას“, - აღნიშნა მიქანაძემ.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.