ლევან ხაბეიშვილი BBC-ის ჟუნრალისტურ გამოძიებაზე: დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს

ლევან ხაბეიშვილი BBC-ის ჟუნრალისტურ გამოძიებაზე: დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილზე „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა.

„დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი. ჩვენ მივხედოთ, ევროკავშირის რეზოლუციებში რომ წერია, რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის, მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან. დარწმუნებული ვარ, თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ, დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო დაფინანსებას, კეზერაშვილმა უპასუხა, რომ პარტიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იხილოს. დანარჩენი სპეკულაციები და ზღაპრები, არ მაინტერესებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.