ყველა კარგად ხედავს, რომ ამ რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ამ პოლიტიკურ სიმყარეს, რა თქმა უნდა მოსდევს ეკონომიკური და ხალხის კეთილდღეობა. ამას ყველა ვხედავთ და ეს გამოიწვია იმ პრინციპულმა, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულმა პოლიტიკამ, რომლებსაც ეს ქვეყნები აწარმოებენ, - განაცხადა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მან ვიზიტის დროს გამართული შეხვედრები შეაჯამა და მათზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„თითქოს ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ შენი კონკურენტი უნდა დაასუსტო. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესი დიდია და აქ იკვეთება, რომ არა ჩემი მეზობელი ქვეყნის დასუსტებით ვართ დაინტერესებულები, პირიქით - ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემი მეზობელი ქვეყანა იყოს ძლიერი. სწორედ ეს აზრები გავცვალეთ და ძალიან სოლიდარულები ვართ ამაში. გულწრფელი საუბარი იყო და მე ეს იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.