გასულ წელს Game of Thrones-ის სამყაროზე გადაღებული სერიალი House of the Dragon გამოვიდა და მაყურებელთა მოწონებაც მალევე დაიმსახურა. House of the Dragon-ში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ვითარდება, შოუს კი ჯორჯ მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის მიხედვით იღებენ.
HBO-მ სერიალს მეორე სეზონი დაუმტკიცა და მომავალი სერიების შესახებ გარკვეული დეტალებიც უკვე ცნობილი გახდა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ.
1. ვინ მიიღებს მონაწილეობას House of the Dragon-ის მე-2 სეზონში?
მე-2 სეზონში სერიალის მსახიობების ძირითადი ნაწილი უცვლელი რჩება. House of the Dragon-ის მე-2 სეზონში მეთ სმიტს, ოლივია ქუქს, ემა დარსის, ევა ბესტს, სტივ ტუსენს, იუენ მიტჩელს და სხვა პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს ისევ ვიხილავთ. რაც შეეხება ახალ მსახიობებს, მე-2 სეზონში ჰარი კოლეტი, ბეთანი ანტონია, ფიბი კემპბელი, ჯეფერსონ ჰოლი და მეთიუ ნედჰემი გამოჩნდებიან.
2. როდის დაიწყება House of the Dragon-ის ახალი სეზონის გადაღება?
HBO-ს განცხადებით, გადაღებები 2023 წლის აპრილში დაიწყება და სერიალის ნაწილს დიდ ბრიტანეთში გადაიღებენ.
3. ვინ იქნება ახალი სეზონის რეჟისორი?
შოუს რეჟისორებად HBO-მ ბი უელბი და ებელ ტეიტი დაასახელა. გარდა ამისა, ახალი სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები კვლავ ჯორჯ მარტნი და რაიან კონდალი იქნებიან.
4. რამდენი სერია იქნება House of the Dragon-ის ახალ სეზონში?
ახალი სეზონი პირველთან შედარებით უფრო მოკლე იქნება და მაყურებელი 8 სერიას იხილავს.
5. როდის შედგება ახალი სეზონის პრემიერა?
HBO-ს ახალი სეზონის პრემიერის თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა House of the Dragon-ის ახალ სერიებს დაახლოებით 2024 წლის ზაფხულში უნდა ველოდოთ.
6. დაბოლოს, გადაიღებენ თუ არა House of the Dragon-ის მე-3 სეზონს?
HBO-ს სერიალის მესამე სეზონი ოფიციალურად არ დაუმტკიცებია, თუმცა Deadline-ის ინფორმაციით, შოუს შემქმნელები 4 სეზონის გადაღებას გეგმავენ.