HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით კიდევ ერთი პრიქველის გადაღება დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სერიალის სიუჟეტი კვლავ ჯორჯ მარტინის რომანებზე იქნება დაფუძნებული. ამჯერად საუბარია „7 სამეფოს რაინდზე“, რომლის მოვლენებიც ორიგინალურ სერიალამდე 90 წლით ადრე ვითარდება. მთავარი გმირები რაინდი დანკი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც 7 სამეფოში მოგზაურობენ.
სცენარზე აირა პარკერი და თვითონ მარტინი იმუშავებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ითამაშებს სერიალში და როდის შედგება მისი პრემიერა.
ამასთან, HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ პირველი პრიქველის „დრაკონის სახლის“ მეორე სეზონის გადაღებები დაიწყო. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ HBO „სამეფო კარის თამაშების“ კიდევ ერთ პრიქველს გადაიღებს, რომელიც ეიგონ ტარგარიენის მიერ ვესტეროსის დაპყრობის შესახებ მოგვითხრობს.