ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ოლიგარქის ცნება, პრაქტიკულად არანაირი დამოუკიდებლობა არ გააჩნია.
„ამ კანონმდებლობას ისინი გამოიყენებენ რეპრესიებისთვის იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოლიგარქებად შერაცხვაც სურთ, და არა სისტემური რეფორმებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც რეალურად არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც განსაზღვრავს ოლიგარქის ცნებას, პრაქტიკულად არ არსებობს“, - აცხადებს დეკანოიძე.
პირს ოლიგარქად მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესწორება შევიდა.