მოწამვლის ბოდვით თეორიას „ლიმბახის“ დასკვნის შემდეგ წერტილი დაესვა, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასკვნაში წერია, რომ რკინის შემცველობა სააკაშვილის ორგანიზმში ნორმაზე დაბალია.
„მოწამვლის რაღაც ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და მით უმეტეს წერტილი დაესვა „ლიმბახის“ შესაბამისი დასკვნის შემდეგ. იქ წერია, რომ ნორმაზე ნაკლებია რკინის უჯრედების შემცველობა მის სისხლში. იმედია იმას არ იტყვიან ნაკლები რატომ არისო“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.