ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის მომავალი არის ძალიან ბნელით მოცული

ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის მომავალი არის ძალიან ბნელით მოცული

ამ პარტიის მომავალი არის ძალიან ბნელით მოცული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ბოლო ხანებში კეზერაშვილზე ბევრი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა. თვითონ ამ პარტიის მომავლის მიმართ ჩნდება ბევრი კითხვა, რომლის შიდაპარტიული გადატრიალება კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მოახდინეს. ამ პარტიის მომავალი არის ძალიან ბნელით მოცული, დანაშაულებრივი პარტიაა. ზოგადად, პარტია, რომელიც ჩაიდენს სისტემურ დანაშაულებს, ასეთ პარტიას და მის ლიდერშიპს უნდა აეკრძალოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა“, - აღნიშნა მან.

გიორგობიანი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხს.

„ეს არის ძალიან დაუფიქრებელი და არაადეკვატური [ნაბიჯი]. მეგობრები ასე არ იქცევიან. მე ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება გაგრძელება, გაირკვევა ყველაფერი, ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.