“მე სახლიდან არ მიშვებდნენ, სანამ 20 წლის არ გავხდი” – არიანა გრანდეს კომენტარი 19 წლის მილი ბობი ბრაუნის ნიშნობაზე

“მე სახლიდან არ მიშვებდნენ, სანამ 20 წლის არ გავხდი” – არიანა გრანდეს კომენტარი 19 წლის მილი ბობი ბრაუნის ნიშნობაზე

როგორც იცით, Stranger Things-ის ვარსკვლავი, 19 წლის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი და მისი მეგობარი ბიჭი, ასევე მსახიობი ჯეიკობ ბონჯოვი ორწლიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ დაინიშნნენ.

სოციალურ მედიაში წყვილმა ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან უამრავი მილოცვა მიიღეს.

ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელმაც მილის და ჯეიკობს ნიშნობის ფოტოზე კომენტარი დაუწერა არის პოპვარსკვლავი არიანა გრანდე, ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მას სახლიდან გასვლის უფლებასაც კი არ აძლევდნენ 20 წლის ასაკამდე.

სოციალურ მედიაში მილი ბობი ბრაუნი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ადრეულ ასაკში “დაუფიქრებლად” მიიღო. როგორც ვარსკვლავური წყვილი აღნიშნავს, ისინი უსაზღვროდ ბედნიერები არიან და როგორც ჩანს, საზოგადოების აზრიც ნაკლებად აინტერესებთ.

შეგახსენებთ, რომ მილიმ და ჯეიკობმა ერთმანეთი სოციალური მედიის, კერძოდ Instagram-ის საშუალებით გაიცნო. წყვილი ერთმანეთს 2021 წლიდან ხვდება, მათი საერთო დებიუტი წითელ ხალიჩაზე 2022 წელს შედგა.