გიორგი ბოტკოველი: სრულიად ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ სააკაშვილი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი

გიორგი ბოტკოველი: სრულიად ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ სააკაშვილი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი

სრულიად ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს და აღიარებს, რომ სააკაშვილი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ერთადერთი, ვინც არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ჯილდოს, არის „ქართული ოცნება“. ყველა დანარჩენი, სრულიად ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს და აღიარებს, რომ სააკაშვილი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში და მისი მუშაობა წასდგომია ბევრ ქვეყანას დემოკრატიისკენ სვლის გზაზე“, - აცხადებს ბოტკოველი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.