გიორგი ბოტკოველი კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის?!

გიორგი ბოტკოველი კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის?!

„რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის? - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის?! მთავარი არის ერთი რამ, აგერ არის საერთაშორისო გამოძიება, აგერ არის საერთაშორისო მედია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე როგორც მოვისმინე ინფორმაცია, თვითონ დავით კეზერაშვილიც გაავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს ამ ყველაფერს, თუმცა ახლა ეს ვარაუდების დონეზე „გამოძიებული“ კონკრეტული რაღაცაა, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, უცხადებს თუ არა ამ განცხადებით BBC-ს უნდობლობას, ბოტკოველმა აღნიშნა, რომ „არავის უცხადებს უნდობლობას“.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.