„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ - BBC დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ - BBC დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ - ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ ჯგუფ მილტონის კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.

საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე. BBC-ის ინფრომაციით, ჯგუფ მილტონთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კეზერაშვილთან პირდაპირი ურთიერთობა კონფიდენციალურად დაადასტურა.

საუბარია კიდევ ხუთ ადამიანზე - ესენია დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მელაძე და მაიკლ ბენიმინი.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მათ მიაკვლიეს ლონდონში კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლესაც.