მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები მოჰყვება და ის ბუნდოვანება, რომელიც საზოგადოებაში ობიექტურად არსებობს, გაიფანტება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ მოსამართლეების სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს მოკლე მეხსიერება და ყველაფრის ერთმანეთთან შედარება შეგვიძლია. მაგალითისთვის, რომ გავიხსენოთ ნაცმოძრაობის პერიოდი, როდესაც მათ 300 000 ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლეს. ამ საქმეების უმრავლესობა ან პირადი ან პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.