ლევან მურუსიძე: რეალურად, აქ საუბარი არაა კორუფციაზე, აშშ-ის საელჩოს ქართული მართლმსაჯულების მიტაცება სურდა

ლევან მურუსიძე: რეალურად, აქ საუბარი არაა კორუფციაზე, აშშ-ის საელჩოს ქართული მართლმსაჯულების მიტაცება სურდა

არ შეიძლება, ადამიანს უწოდო კორუმპირებული და თან არ უთხრა, რატომ არის კორუმპირებული. რეალურად, აქ საუბარი არაა კორუფციაზე. აშშ-ის საელჩოს ქართული მართლმსაჯულების მიტაცება სურდა, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.

„როგორ შეიძლება შევუშალო სასამართლო რეფორმების განხორციელებას, როდესაც პარლამენტმა მიიღო შესანიშნავი კანონები, რომელთა მიღებაშიც მონაწილეობდა ამერიკის საელჩოც და ძალიან ბევრი მათი დირექტივა იყო გათვალისწინებული. უბრალოდ მათ აქვთ პიროვნული შეუთავსებლობა - ჩემს ადგილას იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი რომ ყოფილიყო, არ ექნებოდათ ამის პრეტენზია. მე ვთქვი, რომ ისინი ითხოვდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულიყო იმ მოსამართლეებით, რომელიც მათთვის იყო მისაღები“, - განაცხადა მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.