ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყის მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ელჩთან სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
„სხვადასხვა საკითხზე გვქონდა შეხვედრა, მოსამართლეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ვისაუბრეთ. ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება. ვისაუბრეთ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ ძირითადად საჯარო წყაროებიდან დაფუძნებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს არ არსებობს. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყის მიწებება არის აბსოლუტურად მიღებული. პარტნიორები ასე არ იქცევიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.