მესმის, ხელისუფლების მცდელობა, რომ მუდმივად კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების პასუხისმგებლობაზე ისრები სხვებზე გადაიტანოს, თუმცა, რეალურად პასუხისმგებლობა მასზეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ კომენტარი ევროინტეგრაციის პროცესსა და აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირების თემებზე გააკეთა.
„მესმის, ხელისუფლების მცდელობა, რომ მუდმივად კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების პასუხისმგებლობაზე ისრები სხვებზე გადაიტანოს, იქნება ეს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რაიმეს, თუ ახლა უკვე აშშ, თუმცა, რეალურად პასუხისმგებლობა მასზეა. მათ ხელეწიფებათ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.