ჰერმან საბო: დასავლეთმა მკვეთრად გადაწყვიტა თქვას, რომ ასეთი სასამართლოთი საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროპული საზოგადოების შექმნა

ჰერმან საბო: დასავლეთმა მკვეთრად გადაწყვიტა თქვას, რომ ასეთი სასამართლოთი საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროპული საზოგადოების შექმნა

დასავლეთმა მკვეთრად გადაწყვიტა თქვას, რომ ასეთი სასამართლოთი საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროპული საზოგადოების შექმნა და თუ მათთან ძმაკაცობა გვინდა, ასეთი სასამართლოთი ვერ ვიძმაკაცებთ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„შეიძლება ჩვენ მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ ამის იქით ვერც ერთ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამთ ისეთივე სასამართლოთი, როგორიც ახლა გვაქვს, ეს ჩემთვის არის ძალიან ცხადი“, - განაცხადა საბომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.