81 წლის მეგობრებმა 80 დღეში მსოფლიოს შვიდივე კონტინენტზე იმოგზაურეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBCNEWS ავრცელებს.
„სხვათა შორის, მოგზაურობა სენდის იდეა იყო. შემომთავაზა, რომ 80 წლის ასაკში, 80 დღეში მთელი მსოფლიო მოგვევლო“, - განაცხადა ელი ჰამბმა.
ჰამის თქმით, პანდემიის გამო მოგზაურობა მეგობრებმა იქამდე ვერ დაიწყეს, სანამ 81 წელი არ შეუსრულდათ. ელი და სენდი, უკვე 23 წელია მეგობრობენ. რამდენჯერმე სხვა და სხვა ადგილას მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ მათთვის ეს გამოწვევა მაინც საეჭვო იყო, ამიტომ ამისთვის წლები ემზადებოდნენ.
მეგობრებმა ტეხასიდან სტარტი იანვარში აიღეს და მათი პირველი გაჩერება ანტარქტიკა იყო. მათ სოციალურ ქსელში სამოგზაურო გვერდიც შექმნეს. როგორც ისინი ამბობენ, ამით სურთ მომავალ თაობებს დაანახონ, რომ ასაკის მიუხედავად ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღო ყველაფერი, რასაც მსოფლიო გთავაზობს.